სომხეთს ნატოში გაწევრიანების არანაირი პრეტენზია არ აქვს։ სარგის ხანდანიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთს ნატოსთან აქვს თანამშრომლობის გარკვეული ჩარჩო, თუმცა არ აქვს არანაირი პრეტენზია ალიანსში გაწევრიანებაზე․

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ სარგის ხანდანიანმა, სომხეთში ნატოს შესაძლო ყოფნის საკითხზე კომენტარის გაკეთებისას.

„სომხეთში ნატოს ყოფნა ვერ იქნება, რადგან პირველ რიგში სომხეთს არ აქვს ნატოში გაწევრიანების არანაირი პრეტენზია. სომხეთს აქვს ნატოსთან თანამშრომლობის გარკვეული ჩარჩო, რომელიც არანაირად არ გულისხმობს ნატოს ფიზიკურ ყოფნას სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ხანდანიანმა.

ხანდანიანმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა ნატოს შესაძლო ყოფნაზე საუბარი სომხეთსა და აშშ-ს შორის ერთობლივი TRIPP პროექტის კონტექსტში.

სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან, რათა განსაზღვროს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ („Trump Route for International Peace and Prosperity“ – TRIPP) საკომუნიკაციო პროგრამის განხორციელების ჩარჩო.

მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2026 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი։

„წლის ბოლომდე ყველა დეტალი ქაღალდზე უნდა იყოს აღწერილი։ 2026 წლის პირველ ნახევარში უნდა შევათანხმოთ, ხოლო მეორე ნახევარში სამშენებლო სამუშაოები უნდა დავიწყოთ. ეს არის გეგმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский 中文

განმარტება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გაქცევისა და დაკავების ფაქტზე - შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი

ედუარდ ჰაკობიანმა ბრიუსელში სომხეთსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება განიხილა

თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

მირზოიანსა და ბაირამოვს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა

დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

დუბლინში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა