სომხეთის რესპუბლიკიდან ექსპორტირებული ბოთლირებული კონიაკის უმეტესობა ხარისხიანია და აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს: პაპოიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკიდან გამავალი ბოთლირებული კონიაკის დიდი უმრავლესობა შესაფერისი ხარისხისაა და შეესაბამება კონიაკისთვის დაწესებულ ყველა სტანდარტს. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა, რომელმაც სომხეთიდან კონიაკის ექსპორტის სტატისტიკა გააცნო.

ეკონომიური

სომხეთიდან რუსეთში სომხური კონიაკით დატვირთული 24 სატვირთო მანქანა შევიდა

„როგორც მოგეხსენებათ, ვიზიტისას საქართველოში შევთანხმდით, რომ შეგვექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდებოდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებით, რათა მოგვეგვარებინა ის პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა ქართული ბაზრისთვის სომხური კონიაკის (ბრენდის) ექსპორტისას. ამ სამუშაო ჯგუფის ყოველდღიური მუშაობის შედეგად დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ კონიაკის ექსპორტის საკითხი არსებითად მოგვარდა. მაგალითად, გუშინ, საქართველოს კოლეგებმა გადმოგვცეს მონაცემები, რომლის თანახმადაც, დღის განმავლობაში ბოთლირებული კონიაკით დატვირთული 27 სატვირთო მანქანა გამოვიდა საქართველოს საზღვარზე მდებარე გეზის საბაჟო პუნქტიდან. მხოლოდ 1 მანქანამ ვერ გაიარა ექსპერტიზა.

ეს სტატისტიკაც ადასტურებს, რომ სომხეთიდან გამავალი ბოთლირებული კონიაკის უდიდესი ნაწილი (ამ შემთხვევაში 96%-ზე მეტი) არის მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რომლებიც კონიაკის მიმართ არსებობს“, - დაწერა მინისტრმა და მადლობა გადაუხადა კონიაკის მწარმოებლებს მოთმინებისთვის, გაგებისთვის და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის.

ქართული English Հայերեն

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა

სურენ პაპიკიანი ჩეხეთის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა

სომხეთის პარლამენტის კომისიამ TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროექტს დადებითი დასკვნა მისცა

არარატ მირზოიანი TRIPP-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს

სომხეთი და ტაჯიკეთი გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ: ჰოვჰანეს მარტიროსიანი