სომხეთისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა 9 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრთან, ბრიგადის გენერალ აზიზ ნასირზადესთან.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.
სატელეფონო საუბრის დროს მინისტრებმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას.