სომხეთმა და თურქეთმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდათიანი სტამბოლში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქთარის X-ის მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში.
„სტამბოლში შევხვდი სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდათიანს. შეხვედრის დროს განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თურქეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები“, – წერია თურქი ოფიციალური პირის პოსტში.
İstanbul'da Ermenistan Bölgesel Yönetim ve Altyapı Bakanı Sayın Davit Khudatyan ile bir araya geldik.
— Alparslan Bayraktar (@aBayraktar1) June 27, 2025
Görüşmede Türkiye ve Ermenistan arasında enerji alanında olası işbirliği imkanlarını değerlendirdik. pic.twitter.com/02h0yEBaUR