საქართველო-სომხეთის ურთიერთობების განვითარება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის კომპლექსურ განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფას

4 წუთი კითხვის

სომხეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზეც იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას რეგიონული თანამშრომლობის ისეთი წინაპირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის კომპლექსურ განვითარებასა და მდგრად მშვიდობას.

„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნა ტავუშის გუბერნატორის მოადგილემ ნარეკ ღუშჩიანმა იჯევანში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სომხურ-ქართული ფორუმის დელეგაციასთან შედგა.

მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მიმართულებით, რაც დღეს რეგიონული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიად მოიაზრება.

„რაც შეეხება საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს ადგილობრივ დონეზე, ჩვენ მათ განვითარებას ვხედავთ მეზობელ თემებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებით, რაც შეიძლება გამოიხატოს კულტურულ, სპორტულ და ეკონომიკურ ღონისძიებებში. უკვე გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმები დილიჟანსა და გურჯაანს, დილიჟანსა და წალენჯიხას, ასევე იჯევანსა და რუსთავს შორის. ეკონომიკური ღონისძიებებიდან აღსანიშნავია გამოფენებისა და ფესტივალების ორგანიზება, რაც მნიშვნელოვან სტიმულად იქცევა სასაზღვრო რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის ურთიერთობის, ერთობლივი პროექტების დაგეგმვის, ბაზრების გაფართოებისა და ახალი პროდუქციის განვითარების მიმართულებით. ტავუშის ოქლში უკვე მეორე წელია ტარდება „მიმინოს“ სომხურ-ქართული კულინარიული ფესტივალი“, – განაცხადა ღუშჩიანმა.

მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ტურიზმი და ამ სფეროში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე წარმოადგენს სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს, რეგიონული განვითარების პერსპექტივებისა და ახალი ტენდენციების გათვალისწინებით, შესაძლებელია თანამშრომლობის ახალი, ურთიერთსასარგებლო ეტაპის მიღწევა ერთობლივი ქმედებებით.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ როგორც ტურიზმის, ისე მეღვინეობის სფეროში სომხეთი და საქართველო რეგიონის წამყვან ქვეყნებად გვევლინებიან. ამიტომ აუცილებელია, ჯანმრთელი კონკურენციის გარდა, შეიქმნას შესაძლებლობა კლასტერული თანამშრომლობისთვისაც. ამის წინაპირობა შეიქმნა 2023 წელს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღებული სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის და კომუნიკაციის გამარტივებული პროცედურების დანერგვის ფარგლებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვნად გამარტივდა სომხეთ-საქართველოს საზღვრის კვეთა ფიზიკური პირებისთვის, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის საზღვრისპირა თემებისა და მცირე ბიზნესისათვის. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბიზნეს-დელეგაციების გაცვლას და დედაქალაქებისგან დაშორებული რეგიონების განვითარებას“, – აღნიშნა ღუშჩიანმა.

მისი შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებად შეიძლება იქცეს სატრანსპორტო სფეროში მომსახურების გაწევა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ სომხეთში საერთაშორისო სტანდარტებით მშენებარე ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალს და საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურას.

ქართული Հայերեն Русский

ნიკოლ ფაშინიანმა ჰესენის მშვიდობის პრიზის მინიჭება დიდ პატივად შეაფასა

სომხეთისა და თურქეთის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა მაუწყებლობის სფეროში არსებული ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰესენის მშვიდობის პრიზი მიენიჭა

სომხეთი დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შეხვედრის ეპიცენტრია։ სომხეთში საფრანგეთის ახალი ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ

სურენ პაპიკიანმა და სამხედრო-სამრეწველო მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებმა პეკინში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რუბენ რუბინიანმა და პეტრ პირუნჩიკმა სომხეთ-ჩეხეთის ურთიერთობები განიხილეს

TRIPP-ისგან სარგებელს რეგიონის ყველა ქვეყანა მიიღებს - ფაშინიანი

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება - ფაშინიანი

ჩვენ არასდროს დაგვიყენებია განხილვის თემაზე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საკითხი - ფაშინიანი

ალენ სიმონიანი და ედმონდო ჩირიელი სომხეთსა და იტალიას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ