ეკონომიური

სომხეთი უკმაყოფილოა საქართველოში სომხური ალკოჰოლური სასმელებით დატვირთული სატვირთო მანქანების გავლის ტემპით

2 წუთი კითხვის

სომხეთი უკმაყოფილოა საქართველოში სომხური ალკოჰოლური სასმელებით დატვირთული სატვირთო მანქანების გავლის ტემპით

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორქ პაპოიანი აცხადებს, რომ სომხეთის  შესაბამისი ორგანოები მუდმივ კონტაქტში არიან იმ მეწარმეებთან, რომლებიც საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის პროცესში პრობლემებს აწყდებიან.

„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ პაპოიანმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე გვაქვს ონლაინ ფორმატი, რომლის მეშვეობითაც ვაკვირდებით, რამდენი მანქანა გადავიდა საქართველოდან რუსეთში, რამდენია ამჟამად ლარსში გაჩერებული, რამდენმა მიიღო დადებითი პასუხი, მაგრამ ჯერ ლარსს არ მისულა, რამდენია გიზის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. ყველა მეწარმესთან მუდმივ კავშირში ვართ, ვიცით მათი პრობლემები და ვცდილობთ მოვაგვაროთ ისინი“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მიიღო წერილი ქართველი პარტნიორებისგან, რომ დღის განმავლობაში მას ამ საკითხზე დაუკავშირდებიან, რადგან სომხური მხარე კვლავაც აფიქსირებს გარკვეულ შეფერხებებს პროცესში.

„იყო პერიოდი, როცა საერთოდ არცერთი მანქანა არ მიდიოდა, შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში იყო ტემპი, რომელიც გვაკმაყოფილებდა, ახლა კი გვაქვს ძალიან ნელი ტემპი დღეში რამდენიმე მანქანა, რაც კვლავ პრობლემატურია ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ სომხურმა მხარემ შეასრულა ყველა შეთანხმება, რაც გვქონდა ქართულ ხელისუფლებასთან. ველოდებით, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორებიც შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს“, - განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

წაიკითხეთ სტატია: ՀայերենРусский中文
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT