ირანზე ცალმხრივი თავდასხმა ღრმად შემაშფოთებელია: ალენ სიმონიანი
2 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა გამოეხმაურა ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმას.
„არმენპრესის“ ცნობით, ალენ სიმონიანმა ამის შესახებ ჩანაწერი გააკეთა X-ის თავის მიკროვდოგში.
„ღრმად შეშფოთებული ვარ მიმდინარე მოვლენებით, კერძოდ კი ირანზე დღეს ადრე დილით განხორციელებული ცალმხრივი თავდასხმით. ეს ქმედება ხდება ბირთვული მოლაპარაკებების შუალედურ ფაზაში და ანგრევს გლობალური და რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართულ მცდელობებს. სომხეთი გმობს ამ თავდასხმას და მოუწოდებს დაუყოვნებლივ ესკალაციის შემცირებას და სიტუაციის მშვიდობიან გადაწყვეტას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“, - დაწერა ალენ სიმონიანმა.
Deeply concerned by the recent developments, particularly the unilateral attack on #Iran early this morning. This action took place in-between of the nuclear talks & shatters the global & regional peace efforts.#Armenia condemns this attack & calls for immediate deescalation &…
— Alen Simonyan (@alensimonyan) June 13, 2025
ადრე განცხადება გავრცელდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელიც გმობდა ისრაელის თავდასხმას ირანზე. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმაც განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ზეწოლაა.
ღამით ისრაელმა დარტყმები მიაყენა ირანის დედაქალაქ თეირანს და მის შემოგარენს, ასევე ირანის სხვა ქალაქებს. დარტყმის სამიზნე გახდა ნათანზის ბირთვული ობიექტიც. ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა „აღმავალი ლომის“ ოპერაციის დაწყების შესახებ, რომელიც მიმართულია ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ. დარტყმების სამიზნეში მოხვდნენ საცხოვრებელი შენობებიც. მოკლული იქნენ ირანელი მაღალჩინოსანი სამხედროები და ბირთვული სფეროს სპეციალისტები. ირანმა დაპირდა გადამწყვეტი პასუხის გაცემა ისრაელულ დარტყმებზე.