დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები გაძლიერდება։ ფაშინიანმა პუტინსა და მიშუსტინს რუსეთის დღე მიულოცა
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარეს მიხაილ მიშუსტინს რუსეთის ეროვნული დღესასწაული - რუსეთის დღე მიულოცა.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ მილოცვაში, კერძოდ, აღნიშნულია:
„ბატონო ვლადიმერ ვლადიმერის ძე,
გილოცავთ რუსეთის ფედერაციის ეროვნულ დღესასწაულს - რუსეთის დღეს, როგორც პირადად თქვენ, ასევე რუსეთის ყველა მოქალაქეს․
თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ეს დღე წარმოადგენს თაობათა მემკვიდრეობის სიმბოლოს. ყოველ წელს ამ დღეს რუსეთის მოქალაქეები აღნიშნავენ სახელმწიფოს სუვერენიტეტის გამოცხადებას, როგორც თანამედროვე რუსეთის ახალი ეპოქის დასაწყისს.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ქვეყნების ხალხის კეთილდღეობისათვის.
სარგებლობ ამ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყოველგვარ წარმატებას, ხოლო მეგობარ რუს ხალხს კეთილდღეობასა და წინსვლას“․
მიხაილ მიშუსტინისთვის გაგზავნილ მილოცვაში, კერძოდ, წერია:
„ბატონო მიხაილ ვლადიმერის ძე,
გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს - რუსეთის დღეს․
ეს დღე წარმოადგენს ახალ საწყისს თანამედროვე რუსეთის უახლეს ისტორიაში და ასახავს სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას.
დარწმუნებული ვარ, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის მრავალდონიანი და თანმიმდევრული თანამშრომლობა გაგრძელდება და მიზნობრივად განვითარდება, რაც შეუწყობს ხელს ორმხრივად მომგებიანი პროექტების განხორციელებას და ჩვენი სახელმწიფოების ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, ხოლო მეგობარ რუს ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“․