საქართველო სურს წაიწიოს ისეთი დღის წესრიგით, რომლის განხორციელების შემთხვევაში ყველანი ისარგებლებენ։ ლაშა დარსალია

2 წუთი კითხვის

დღეს მსოფლიო ცხოვრობს ტურბულენტურ პერიოდში, და ამას გრძნობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, თუმცა განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოები გრძნობენ ამ ვითარებას უშუალოდ და პირდაპირ, რაც, შესაძლოა, განასხვავებდეს მათ დანარჩენი ქვეყნებისგან.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, აღნიშნული მოსაზრება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ „ერევნის დიალოგი-2025“ კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ განხილვაში თემაზე „მრავალმხრივი გზები: წესრიგის აღდგენა დანგრეულ სისტემაში“.

„მრავალპოლარობა თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა ყველასთვის, ხოლო ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნების შემთხვევაში საგარეო პოლიტიკის ერთადერთი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით ამჟამინდელ ტურბულენტურ პერიოდში. ხანდახან ისმის სკეპტიკური მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რამდენად ძლიერი არის მოქმედი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვართ დაინტერესებული, რომ ის იყოს ძლიერი. მთავარი კი ისაა, როგორ უნდა გავხადოთ ეს სისტემა უფრო ეფექტიანი“, – აღნიშნა დარსალიამ.

საუბრისას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, მან აღნიშნა, რომ საქართველო უკვე სამი ათეული წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იმყოფება რეგიონში, სადაც პირველ რიგში მრავალმხრივი თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი.

„თუ ვინმე ცდილობს მოიგოს სხვების ხარჯზე, ის უდავოდ განწირულია მარცხისთვის. ჩვენ გვსურს წარვმართოთ ისეთი დღის წესრიგი, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ყველანი ისარგებლებენ. ვეცდებით ვიპოვოთ გზები, რომ თითოეულმა სარგებელი მიიღოს რეგიონული თანამშრომლობიდან. ეს, უდავოდ, დაეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ კანონებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ქართული Հայերեն Русский

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები