ირანის თავდაცვის მინისტრმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული კომპლექსის ტერიტორიაზე სახელობითი ნაძვი დარგო
1 წუთი კითხვის

ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა აზიზ ნასირზადემ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული კომპლექსის ტერიტორიაზე სახელობითი ნაძვი დარგო.
ამის შესახებ „არმენპრესმა“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებული პუბლიკაციიდან და ფოტოებიდან შეიტყო.
ადრე უკვე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის მოწვევით ირანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის ხელმძღვანელობით სომხეთში ჩავიდა.