ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთს 7-10 მაისს ეწვევა
1 წუთი კითხვის

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევით 7-10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა რუსეთის ფედერაციას და მონაწილეობას მიიღებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავს მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
როგორც „არმენპრესი“ „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემლის პრესსამსახურმა.
„მოლაპარაკებების ფარგლებში განხილული იქნება ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ძირითადი საკითხები, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონალური დღის წესრიგის აქტუალური თემები. დაგეგმილია რიგი ორმხრივი მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი დოკუმენტების ხელმოწერა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, პუტინსა და სი ძინპინს შორის მოლაპარაკება 8 მაისს გაიმართება.