ირანი–აშშ-ის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ომანში გაიმართება
2 წუთი კითხვის

ირანისა და აშშ-ის დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტების დონეზე ტექნიკური მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყება 23 აპრილს ომანში. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
Tasnim-ის სააგენტოს ინფორმაციით, ირანსა და აშშ-ს შორის ომანის შუამავლობით იტალიაში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დასრულდა 19 აპრილის შუადღეს.
ორივე მხარის დელეგაციებმა, არაღჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივენ უიტკოფის ხელმძღვანელობით, მოლაპარაკებები გამართეს რომში, ომანის ელჩის რეზიდენციაში.
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ბინ ჰამად ალ-ბუსაიდიმ მხარეებს შორის შეტყობინებები გაცვალა, როგორც ეს მუსკატში გამართული მოლაპარაკებების წინა რაუნდშიც მოხდა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში არაღჩიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
რომში გამართულ „კარგ და პროგრესულად“ შეფასებულ მოლაპარაკებებს მიესალმა მინისტრი და აღნიშნა, რომ დელეგაციებმა შეძლეს უკეთესი ურთიერთგაგების მიღწევა რიგი პრინციპებისა და მიზნების გარშემო.
ექსპერტთა შეხვედრების დაწყების შესახებ საუბრისას არაღჩიმ აღნიშნა, რომ „ექსპერტები დროით უზრუნველყოფილი იქნებიან დეტალების განსახილველად და შეთანხმების ჩარჩოს დასამუშავებლად“․
„ოთხშაბათს ომანში ტექნიკური კონსულტაციები გაიმართება ექსპერტების დონეზე. შაბათს კი კვლავ შევხვდებით აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს, რათა განვიხილოთ ექსპერტების მუშაობის შედეგები და ვნახოთ, რამდენად ახლოს ვართ შეთანხმებასთან“, – განაცხადა არაღჩიმ.