არმენ გრიგორიანი და ჯეფრი ვან ლევენი სომხეთ-ნატოს თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხნენ
1 წუთი კითხვის

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 17 აპრილს შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის პირადი კაბინეტის ხელმძღვანელს ჯეფრი ვან ლევენს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის უშიშროების საბჭოს აპარატის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების მდგომარეობა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესი․ ამ კონტექსტში არმენ გრიგორიანმა გააცნო სომხეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხოლო ჯეფრი ვან ლევენმა მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე მოლაპარაკებების დასრულებას და მნიშვნელოვნად შეაფასა ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მიმართული ძალისხმევა.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს სომხეთ-ნატოს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.