არმენ გრიგორიანმა ორგანიზაცია „Save Armenia“-ს დელეგაციის წევრები მიიღო
1 წუთი კითხვის

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ორგანიზაცია „Save Armenia“-ს დელეგაციის წევრები მიიღო. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს აპარატი ავრცელებს.
უშიშროების საბჭოს მდივანმა მიესალმა დელეგაციის ვიზიტს სომხეთში, ხოლო დელეგაციის წევრებმა, თავის მხრივ, მადლობა გადაიხადეს თბილი მიღებისა და შინაარსიანი დისკუსიის შესაძლებლობისთვის.
შეხვედრის განმავლობაში საუბარი შეეხო სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს, მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაციის მიმდინარეობას, ასევე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოებისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრის მეორე ნაწილში არმენ გრიგორიანმა მონაწილეებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა და მათთან ერთად აზრები გაცვალა რეგიონულ და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვადასხვა საკითხზე.