ერევანი უარყოფს ბაქოს მორიგ ბრალდებებს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოსდა 8 აპრილს, 19:20-დან 22:30 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე განთავსებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, თითქოსდა 8 აპრილს, 19:20-დან 22:30 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე განთავსებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.

გახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა გააკეთა წინადადება შეიქმნას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებისა და/ან მათთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოძიებისთვის, რაზეც აზერბაიჯანს ჯერჯერობით არ მიუცია პასუხი.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატის პოზიციის შესაბამისად, მზად არის შეისწავლოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაეცემა სომხეთს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები