გევორგ პაპოიანმა და აბდულა ბინ თუქ ალ-მარიმ სომხეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმს ესწრება.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ღონისძიების ფარგლებში შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს აბდულა ბინ თუქ ალ-მარის.
„განვიხილეთ სომხეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების, სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდის და ორ ქვეყანას შორის ბიზნესსაზოგადოებებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ჩემს კოლეგას გავაცანი სომხეთის ეკონომიკური მიმზიდველობის განმაპირობებელი ფაქტორები, სომხეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამები და საინვესტიციო შესაძლებლობები.
ცალკე აღინიშნა თანამშრომლობის პერსპექტივები ტურიზმის, განახლებადი და მწვანე ენერგეტიკის სფეროებში, ასევე სომხეთის მთავრობის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, - დაწერა გევორგ პაპოიანმა.