სომხეთის ეკონომიკის მინისტრის გევორგ პაპოიანის მოწვევით სომხეთს ეწვევა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი და ბიზნესმენები
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი ერ-რიადში შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ თუკ ალ მარის.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაფართოების გზები. გევორგ პაპოიანმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები სომხეთის ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს და ხაზი გაუსვა სამედიცინო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს.
მინისტრმა ემირატელ კოლეგას მიიწვია სომხეთში დაგეგმილ ტურისტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და წარუდგინა საინვესტიციო შესაძლებლობები, განსაკუთრებით განახლებადი ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ფარმაციის, აგრობიზნესისა და განათლების სფეროებში.
აბდულა ბინ თუკ ალ მარიმ მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და მიიღო იგი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთს ბიზნესმენებთან ერთად ეწვევა.
გევორგ პაპოიანმა ასევე გამოყო „მასდარის“ საინვესტიციო პროექტი, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი.