სომხეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის მიწვევით სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რათა მონაწილეობა მიიღოს აბუ დაბიში დაგეგმილ „წლიურ საინვესტიციო ფორუმში“.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაჰაგნ ხაჩატურიანი ფორუმის გახსნისას სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საემიროების მაღალი თანამდებობის პირებთან.