პოლიტიკური

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონას ეწვია

2 წუთი კითხვის

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონას ეწვია

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი და მისი ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონას ეწვივნენ.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის X-ის მიკრობლოგში გაკეთებულ განცხადებაში.

„პატივია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპის, სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მარიკე მონროი-ვინტერისა და დელეგაციის მასპინძლობა“, - ნათქვამია მისიის განცხადებაში.

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარკუს რიტერმა, განხორციელებული პატრულირების დროს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ კასპარ ველდკამპს მისიიის საქმიანობა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება გააცნო.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი სომხეთში 12 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მან შეხვედრები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, ასევე მონაწილეობა მიიღო სომხეთში ნიდერლანდების საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. კასპარ ველდკამპმა და არარატ მირზოიანმა ხელი მოაწერეს სომხეთსა და ნიდერლანდებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
contact@armenpress.am
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT