სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილავენ, რომელი მონაკვეთიდან გააგრძელონ დელიმიტაცია: ალენ სიმონიანი

2 წუთი კითხვის

ერევანი, 4 ნოემბერი, არმენპრესი. სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილავენ, თუ ტავუშის მონაკვეთზე დელიმიტაციის შემდეგ რომელი მონაკვეთიდან გააგრძელონ პროცესი, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.

სასაზღვრო დილიმიტაციის საკითხზე სომხეთისა და აზერბაიჯანის კომისიების რეგლამენტზე საუბრისას მან აღნიშნა: „ვფიქრობ, ამ დოკუმენტის არსებობა დიდი გამარჯვებაა როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანისთვის. ეს არის ორმხრივი გამარჯვება. ეს არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირველი სახელმწიფო დოკუმენტი, და მისი განხორციელება ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ჩვენ წინ მივდივართ“.

სიმონიანი იმედოვნებს, რომ პროცესი პოზიტიურად განვითარდება.

მისი თქმით, ამჟამად არ არის გადაწყვეტილი, სად გაგრძელდება დემარკაცია. „ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რომელი მონაკვეთიდან გაგრძელდეს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ საზღვრის აღდგენა უმნიშვნელოვანესი საკითხია.

კაზანში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაზე საუბრისას სიმონიანმა აღნიშნა: „განხილვის საკითხები იგივეა - მშვიდობის დამყარება, კომუნიკაციების გახსნა და ტყვეების საკითხი“.

ქართული English Español Français Հայերեն Русский 中文

განმარტება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გაქცევისა და დაკავების ფაქტზე - შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი

ედუარდ ჰაკობიანმა ბრიუსელში სომხეთსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება განიხილა

თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

მირზოიანსა და ბაირამოვს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა

დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

დუბლინში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა