ერევანი, 15 ოქტომბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მონაწილეობას მიიღებს „3+3“ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მესამე შეხვედრაში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა, აღნიშნულ შეხვედრა ჩატარდება 18 ოქტომბერს სტამბულში.
„3+3“ საკონსულტაციო პლატფორმის პირველი შეხვედრა გაიმართა 2021 წლის დეკემბერში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა. საქართველო ამ შეხვედრაზე მონაწილეობაზე უარს აცხადებდა. პლატფორმის მეორე შეხვედრა ჩატარდა 2023 წლის ოქტომბერში ირანის დედაქალაქ თეჰერანში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. საქართველო მეორე შეხვედრასაც არ დასწრებია.