გარდაიცვალა ექსპერტი რიჩარდ კირაკოსიანი
3 წუთი კითხვის

სტამბოლში 61 წლის ასაკში პოლიტიკური და სამხედრო ანალიტიკოსი, ექსპერტი, რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ კირაკოსიანი გარდაიცვალა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის თურქეთისა და კვიპროსის საკითხთა ოფისის დირექტორმა, ნიგიარ გიოქსელმა დაწერა.
„მისი არყოფნა უზარმაზარ სიცარიელეს დატოვებს იმ პატარა სამყაროში, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტია ვინაწილებდით“, - წერს გიოქსელი.
I have known Richard Giragosian since at least 2006. We shared countless panels and argued in cafés about Turkey- Armenia-Azerbaijan issues across Western Europe, Turkey, Armenia and Georgia throughout my 30s and 40s. Yet somehow, the only photos I could find of us together are from webinars. We were always too busy debating ideas to take photos. And perhaps, given our backgrounds, we were both a little guarded. We had many divergences, but we kept coming back to each other. There was always a baseline of mutual understanding, and seemingly an assumption that the other would always be there — and always be relevant. I am so sad that Richard died in Istanbul today. I always assumed he would be there, and that we would continue the dialectic. His absence leaves a huge void in the small world we shared for more than two decades. It also leaves a personal gap in my own history. Rest in peace, Richard. To borrow one of your classic lines at the end of a panel: the conclusion is that there is no conclusion. @Richard_RSC
— Nigar Göksel (@nigargoksel) September 19, 2026
რიჩარდ კირაკოსიანი სტამბოლში 18 სექტემბერს ჰოსპიტალიზებული იქნა.
კირაკოსიანი სტამბოლში საქმიან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, თუმცა გასული კვირის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინდა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში რიჩარდ კირაკოსიანი ოქმეიდანის პროფესორ დოქტორ ჯემილ თაშჩიოღლუს სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
რიჩარდ კირაკოსიანი 1965 წლის 8 იანვარს აშშ-ის ქალაქ პროვიდენსში დაიბადა. იგი მუშაობდა აშშ-ის კონგრესში, რადიო „თავისუფლების“ ევროპულ შტაბ-ბინაში, Jane's Information Group-სა და სხვა სტრუქტურებში.
2000-იანი წლების დასაწყისში იგი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა. 2009 წლის თებერვლიდან 2011 წლის მარტამდე ეკავა სტრატეგიული და ეროვნული კვლევების სომხური ცენტრის დირექტორის პოსტი. 2011 წლის აპრილიდან კი ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ რეგიონული კვლევების ცენტრს.