ნიუ-იორკში სომხეთისა და ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
1 წუთი კითხვის

ერევანი, 27 სექტემბერი, არმენპრესი. გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ლიბანელ კოლეგას, აბდალაჰ ბუ ჰაბიბს შეხვდა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ მირზოიანმა X-ის თავის მიკრობლოგში დაწერა.
On the sidelines of #UNGA79 touched upon the ongoing situation in #MiddleEast w/my counterpart Abdallah Bou Habib. Expressed sincere condolences for recent casualties among civilian population in 🇱🇧. Emphasized 🇦🇲’s principled position on immediate cessation of hostilities & on… pic.twitter.com/blrbzoj5Nq
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) September 27, 2024
„მიმოვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა. გულწრფელი სამძიმარი გამოვხატე ლიბანის სამოქალაქო მოსახლეობაში დაღუპულთა გამო. ხაზი გავუსვი სომხეთის პრინციპულ პოზიციას საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე“, – დაწერა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.