სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბაქოს მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას

2 წუთი კითხვის

ერევანი, 5 სექტემბერი, არმენპრესი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის მისამართით მორიგი ცრუ ბრალდებები გამოთქვა, რომელთა თანახმად, თითქოსდა სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლს ხსნიან აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით. 

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის მხარის მორიგ ცრუ ბრალდებებს.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, თითქოს 5 სექტემბერს, დაახლოებით 09:55 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს სასაზღვრო ზონის აღმოსავლეთ მონაკვეთში განლაგებული აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით, არ შეესაბამება სიმართლეს.

გავახსენოთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა შესთავაზა სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმის შექმნა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და/ან ამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოძიებისთვის, რაზეც აზერბაიჯანს ჯერჯერობით არ უპასუხია“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო დღეებში აზერბაიჯანული მხარე ხშირად ავრცელებს ყალბ ცნობებს, თითქოს საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანულ პოზიციებს ესვრიან. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ყველა მსგავსი განცხადება. 

 

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский 中文

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა