უფლება

სომეხი სამხედროების ბედი გარკვევის საკითხში აზერბაიჯანის ხელისუფლება უმოქმედობას ავლენს։ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

4 წუთი კითხვის

სომეხი სამხედროების ბედი გარკვევის საკითხში აზერბაიჯანის ხელისუფლება უმოქმედობას ავლენს։ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ერევანი, 30 აგვისტო, არმენპრესი.მიუხედავად დოკუმენტირებული და ვიდეო მტკიცებულებების არსებობისა, სომეხი სამხედროების ბედი გარკვევის საკითხში აზერბაიჯანის ხელისუფლება უმოქმედობას ავლენს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ 29 აგვისტოს ქალაქ ვანაძორში გამართულ გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ფოტოგამოფენის გახსნაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰაიკ სარგისიანმა.

„14 წლის წინ, 2010 წლის 30 აგვისტოს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე „იძულებით გაუჩინარების მსხვერპლთა დღედ“ დააწესა, შეშფოთება გამოხატა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იძულებითი გატაცებების, მათ შორის დაკავებების, პატიმრობებისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ“, - აღნიშნა ჰაიკ სარგისიანმა და დასძინა, რომ იძულებითი გაუჩინარება მართლაც ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი პრობლემებია როგორც კონფლიქტების დროს, ასევე მათი შემდეგ.

მისი თქმით, ამ პრობლემებისგან არც სომხური საზოგადოება დარჩენილა თავისუფალი, რადგან 2020 და 2023 წლებში მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად, გასული საუკუნის 90-იანი წლების ასობით გაუჩინარებულის და იძულებითი გაუჩინარების შემთხვევებს ახალი შემთხვევებიც დაემატა.

„მიუხედავად დოკუმენტირებული და ვიდეო მტკიცებულებების არსებობისა, სომეხი სამხედროების ბედი გარკვევის საკითხში აზერბაიჯანის ხელისუფლება უმოქმედობას ავლენს“, - განაცხადა ჰაიკ სარგისიანმა და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი ყველა შესაძლო ზომას მიმართავს საკითხის საერთაშორისო სტრუქტურებსა და სასამართლო ინსტანციებში წარსადგენად, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ შემთხვევებში იძულებითი გაუჩინარებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით შეიძლება მიჩნეულ იქნეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად.

მისი შეფასებით, იძულებითი გაუჩინარების წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ასეთი დანაშაულებების პრევენცია, მნიშვნელოვანია და ამიტომაც სომხეთმა ხელი მოაწერა და დაამტკიცა „იძულებითი გაუჩინარების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია“.

„ამავდროულად, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ მხოლოდ გახსენება და გლოვა არ შეგვიძლია. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიყოთ ის ხმა, რომელიც ითხოვს პასუხისმგებლობას, ითხოვს სიმართლესა და სამართლიანობას. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას გაუჩინარებულთა ბედის გასარკვევად“, - განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰაიკ სარგისიანმა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ სომხური მხარე არასოდეს პოლიტიზირებდა ჰუმანიტარული საკითხების ირგვლივ თანამშრომლობას და ყოველთვის ღია იყო მუშაობისთვის ყველა მხარესთან, ასეთ თანამშრომლობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ნდობის, თანაგრძნობისა და მშვიდობის მისაღწევად.

მან დაარწმუნა, რომ სამუშაო არ დასრულდება, სანამ ბოლო გაუჩინარებულის ბედი არ გაირკვევა, სანამ ბოლო ოჯახი არ მიიღებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს, რომელიც მას აწუხებს.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
contact@armenpress.am
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT