ერევანი, 8 აგვისტო, არმენპრესი. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, სადაც სომხეთს აქვს თავისი დღის წესრიგი.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის აზერბაიჯანის მიზანი სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებებში და იქნება თუ არა სომხეთი დათმობაზე, რადგან აზერბაიჯანი აგრძელებს ახალი მოთხოვნების წარდგენას და საკუთარ წესებს კარნახობას.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და მოლაპარაკებები გრძელდება. ვკითხულობდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ორმხრივად მიღებულია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის“, - განაცხადა მან.
აზერბაიჯანის მოთხოვნით სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთი თავის კონსტიტუციას შეცვლის მაშინ, როცა სომხეთის მოქალაქეები ასე გადაწყვეტენ.
„არცერთი ქვეყნის მოთხოვნით სომხეთი თავის კონსტიტუციას არ შეცვლის. სომხეთი შეცვლის ან არ შეცვლის თავის კონსტიტუციას, ეს არის სომხეთის რესპუბლიკის შიდა საქმე და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების და ხალხისგადასაწყვეტი საკითხი“, - დაასკვნა პაპოიანმა.