აზერბაიჯანმა უარყო ლონდონში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრის შეთავაზება

1 წუთი კითხვის

ერევანი, 18 ივლისი, არმენპრესი. აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო სომხური მხარის შეთავაზება გამართოს შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

„სომხურმა მხარემ შესთავაზა სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო შეთავაზება. სომხური მხარის შეთავაზება ძალაში რჩება.

სომხური მხარე ასევე ადასტურებს თავის შეთავაზებას, გააძლიეროს მოლაპარაკებები მაღალი და უმაღლესი დონეებით და ერთ თვეში მიაღწიოს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ თითქოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარყო აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ლონდონში შეხვედრის შეთავაზება.

ქართული العربية English Español Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა