კორუფციის პრევენცია სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია - ნიკოლ ფაშინიანი

3 წუთი კითხვის

კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფოს ხედვა სომხეთის რესპუბლიკისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომელმაც კომიტეტის თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, სომხეთში ანტიკორუფციული კომიტეტის საქმიანობა სულ უფრო შესამჩნევი ხდება, რაც, თუმცა, არ უნდა აღიქმებოდეს როგორც კორუფციის მასშტაბების ზრდა. „კორუფცია ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. მისი გამოვლენის ფაქტების შესახებ ინფორმაციის უფრო ხშირად მიღება არ ნიშნავს, რომ კორუფციის მოცულობა იზრდება. დიდია ალბათობა იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლისადმი მიდგომების პრინციპულობა მატულობს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, 2021 წელს - ქვეყნისთვის რთულ პერიოდში - ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ამ სფეროში მთავრობის პრინციპულ მიდგომაზე მეტყველებდა.

„ჩვენ თავს არ ვაჩვენებთ, თითქოს კორუფციას ვებრძვით; ჩვენ ნამდვილად ვებრძვით კორუფციას და ჩვენთვის ეს პრინციპული საკითხია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ 2025 წლის შედეგებით, სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2017 წელთან შედარებით 135%-ით გაიზარდა და ორჯერზე მეტად მოიმატა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის გარეშე მსგავსი მაჩვენებლების დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა.

„მთავრობის პრიორიტეტი კორუფციის პრევენციაა და ამ მიმართულებით მასშტაბური ნაბიჯები იდგმება. ამავდროულად, კორუფციული რისკების სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია უკვე დაფიქსირებული შემთხვევების გამოვლენაც, მათთვის სამართლებრივი შეფასების მიცემა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციული კომიტეტის ოპერატიული ქვედანაყოფის არსებობის მნიშვნელობაზე, რამაც უწყების შექმნის პირველივე დღიდან სტრუქტურის თვითკმარი საქმიანობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა შექმნა.

„დღეს კომიტეტს აქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად კონცენტრირებული დარჩეს თავის ფუნქციებზე და სამუშაოს ეფექტიანობის უზრუნველყოფისა თუ შემდგომი საქმიანობის ორგანიზების საქმეში მინიმალური დამოკიდებულება ჰქონდეს სხვა ორგანოებზე“, - დაამატა პრემიერ-მინისტრმა.

 

ქართული English Español Հայերեն Русский

ფაშინიანი COP31-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში გაემგზავრება

კორუფციის პრევენცია სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია - ნიკოლ ფაშინიანი

ალენ სიმონიანი მოსკოვში დსთ-ის წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოების მდივანთა შეხვედრაში მონაწილეობს

ირანის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში ჩავიდა

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ამოქმედებისთვის სამმხრივი ტექნიკური ჯგუფი შექმნეს

სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხთა კომისიების შეხვედრა გაიმართა

არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრება

მჰერ გრიგორიანმა და ასელ ჟანასოვამ სომხეთ-ყაზახეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრმა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 51%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა

დაახლოებით 30-წლიანი პაუზის შემდეგ იუნესკოს წინასწარ ნუსხაში სომხეთის ძეგლების შეტანის პროცესი განახლდა