დავით კარაპეტიანმა და ჰენრიკა მოშჩიცკა-დენდისმა სომხეთსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს
2 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს გენერალური მდივანი დავით კარაპეტიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელსა და გენერალურ დირექტორს, ჰენრიკა მოშჩიცკა-დენდისს შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყებიდან იუწყებიან, რომ დავით კარაპეტიანმა და ჰენრიკა მოშჩიცკა-დენდისმა სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს პირდაპირი კავშირებისა და პროფესიული გაცვლითი პროგრამების გაფართოების მნიშვნელობას.
თანამოსაუბრეები ეკონომიკური დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობას შეეხნენ. სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს ახალი უფლებამოსილებების კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე, მათ შორის ექსპორტის წახალისების, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნეს-კავშირების განვითარების მიმართულებებით.
სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური განათლებისა და გადამზადების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ აკადემიებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
ასევე იმსჯელეს „ერევნის დიალოგსა“ და პოლონელ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა კაზიმირ პულასკის ფონდთან თანამშრომლობის უწყვეტ განვითარებასა და „ვარშავის უსაფრთხოების ფორუმთან“ ურთიერთქმედების გაღრმავებას.
შეხვედრის დასასრულს დავით კარაპეტიანმა და ჰენრიკა მოშჩიცკა-დენდისმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის საგარეო უწყებების დიპლომატიურ აკადემიებს შორის დიპლომატიური გადამზადებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.