ანაჰიტ მანასიანმა სომხეთში საფრანგეთის ელჩი მიიღო
2 წუთი კითხვის

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა ანაჰიტ მანასიანმა 2 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში საფრანგეთის საგანგებო და უფლებამოსილი ელჩი ოლივიე დეკოტინი მიიღო, ქვეყანაში მისი დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატი ავრცელებს.
დამცველმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთში საფრანგეთის საელჩოსა და ადამიანის უფლებათა დამცველის ინსტიტუტს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ელჩს მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული მხარდაჭერისა და კონსტრუქციული ურთიერთქმედებისთვის.

შეხვედრისას მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ორმხრივი ინტერესის შემცველი მთელი რიგი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ჩამოყალიბებული თანამშრომლობის უწყვეტობისა და შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
ელჩმა ოლივიე დეკოტინიმ დამცველს მადლობა გადაუხადა ეფექტიანი თანამშრომლობისა და ღია, კონსტრუქციული დიალოგისთვის, ამასთან, მაღალი შეფასება მისცა ადამიანის უფლებათა დამცველის ინსტიტუტის საქმიანობასა და როლს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.
ანაჰიტ მანასიანი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიან და უწყვეტ თანამშრომლობას.