სომხეთის ვიცე-პრემიერმა საფრანგეთის ელჩი დიპლომატიური მისიის დასრულების გამო მიიღო
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ხაჩატრიანმა 29 ივლისს მიიღო სომხეთში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და უფლებამოსილი ელჩი ოლივიე დეკოტინი, ამ უკანასკნელის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ვიცე-პრემიერმა მაღალი შეფასება მისცა ბოლო წლებში სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობების დატვირთულ და დინამიკურ დღის წესრიგს და ელჩს მადლობა გადაუხადა ორმხრივი პარტნიორობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
ტიგრან ხაჩატრიანმა რწმენა გამოთქვა, რომ გაწეული სამუშაოს წყალობით შესაძლებელი გახდა იმ მტკიცე საფუძვლის უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტი განვითარებისთვის.
თავის მხრივ, ელჩმა დეკოტინიმ მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერს ბოლო წლების მჭიდრო თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინიციატივების ხელშეწყობისთვის.
თანამოსაუბრეებმა აზრები გაცვალეს სომხეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც, მათ შორის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ექსპორტის დივერსიფიკაციისა და სხვა სფეროებში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.