სომხეთის ვიცე-პრემიერმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ხაჩატრიანმა 20 თებერვალს უმასპინძლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ დელეგაციას.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებიდან იტყობინება, ვიცე-პრემიერმა მიესალმა მინისტრ ქვრივიშვილის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ორივე მხარის მიერ განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ვალდებულება, რაც აისახება ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ დინამიკაში.
პოლიტიკურ აქტიურ დიალოგთან ერთად ეკონომიკური თანამშრომლობის უწყვეტი გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრისას, მხარეებმა აზრები გაცვალეს ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების, ასევე თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ. ამ კონტექსტში, ორივე მხრიდან ხაზი გაესვა არსებული თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების აუცილებლობას ორმხრივ ურთიერთობებში ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის რეალიზაციისა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობების უფრო ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით.
ტიგრან ხაჩატრიანმა და მარიამ ქვრივიშვილმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული კავშირების პროექტებზე, მათ შორის ინიციატივაზე „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და მისი განხორციელების ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.