სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთში საფრანგეთის ელჩი ოლივიე დეკოტინი მიიღო
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სომხეთში საფრანგეთის ელჩი ოლივიე დეკოტინი დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით მიიღო.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა კმაყოფილებით გაუსვეს ხაზი ბოლო წლებში ერთობლივად გაწეული მასშტაბური სამუშაოს შედეგებს, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა სომხეთსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება და განვითარება.
არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა ელჩ დეკოტინის პირად წვლილს ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოებასა და სომხეთ-საფრანგეთის პარტნიორობის გაღრმავებაში და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.