საზოგადოებრივი

გნელ სანოსიანმა და ანაჰიტ მანასიანმა სტიქიის ზონის სხვადასხვა ნაწილი დაათვალიერეს

1 წუთი კითხვის

გნელ სანოსიანმა და ანაჰიტ მანასიანმა სტიქიის ზონის სხვადასხვა ნაწილი დაათვალიერეს

ერევანი, 31 მაისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკსი ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი ადამიანის უფლებების დამცველ ანაჰიტ მანასიანთან ერთად ტავუშისა და ლორის ოლქებში წყალდიდობის შედეგად სტიქიური უბედურების ზონებად გამოცხადებულ სხვადასხვა დასახლებებში იმყოფებოდნენ.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, გნელ სანოსიანმა ეს ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გაავრცელა.

„ადამიანის უფლებების დამცველ ანაჰიტ მანასიანთან ერთად სტიქიური უბედურების ზონის სხვადასხვა ნაწილში ვიყავით, შევისწავლეთ ზიანები,“ - დაწერა სანოსიანმა.

სანოსიანმა ვიზიტის დროს სომხეთის ადამიანის უფლებების დამცველს წარუდგინა სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები.

26 მაისს, ძლიერი წვიმების შედეგად ლორის და ტავუშის რეგიონებში წყალდიდობა მოხდა, დებედის, აღსტევის და ტაშირის მდინარეები კალაპოტიდან გამოვიდნენ და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებს. დაინგრა გზები და ხიდები. წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მთავრობამ სტიქიური უბედურების ზონებად გამოაცხადა წყალდიდობით დაზარალებული დასახლებები.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818

contact@armenpress.am

fbtelegramyoutubexinstagramtiktokspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT