უკიდურეს სიღარიბესთან გამოსამშვიდობებლად სომხეთში ძალიან ახლოს ვართ - პრემიერ-მინისტრი
1 წუთი კითხვის

სომხეთის მთავრობა ძალიან ახლოს არის თავისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებასთან, რაც უკიდურესი სიღარიბისთვის წერტილის დასმას გულისხმობს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის განხილვისას განაცხადა, როდესაც შეეხო სომხეთში სიღარიბის მაჩვენებელსა და მისი შემცირებისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებს.
„ჩვენ, არსებითად, ძალიან ახლოს ვართ ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებასთან, კერძოდ უკიდურესი სიღარიბისთვის წერტილის დასმასთან. მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს ამოცანა უკვე შევასრულეთ. ამის შესახებ შევიტყობთ მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ახალი კვლევების შედეგებიდან. იმედი მაქვს, რომ ეს კვლევები დაასაბუთებს ჩემს ამ სიტყვებს, თუმცა იმაში, რომ ამას უშუალოდ მივუახლოვდით, არანაირი ეჭვი არ მეპარება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.