ფაშინიანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში მშვიდობის სამიტის ორგანიზებისა და სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ მიღებული მშვიდობის დეკლარაციის მოწმის სტატუსით ხელმოწერისთვის, და ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის პირადი ძალისხმევის გადამწყვეთ მნიშვნელობას მშვიდობის დამყარების საქმეში.

თანამოსაუბრეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ვაშინგტონის მშვიდობის სამიტმა განაპირობა რეალური მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელსაც ხედავენ და გრძნობენ ორივე ქვეყნის ხალხები.

სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა TRIPP პროექტის განხორციელების მიმდინარე მდგომარეობა.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში დაიწყონ TRIPP-ის მშენებლობის სამუშაოები.

ასევე განხილულ იქნა სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა საკითხები.

ქართული العربية English Français Հայերեն Русский 中文

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანთალიაში COP31-ის ფარგლებში გამართულ ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ჩერნოგორიის პრეზიდენტმა ანთალიაში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის ფინანსთა მინისტრი რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვების ეკონომიკურ გავლენას გამოეხმაურა

პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ანთალიაში დაწყებულ COP31-ზე

სომხეთმა და ირანმა სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმდინარეობა განიხილეს

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

სომხეთისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ინდოეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

მჰერ გრიგორიანმა ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისადმი სომხეთის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა

სრბუჰი გალიანის ბრიფინგი