სომხეთი

აზერბაიჯანში დაკავებული ტყვეების დაბრუნების მიმართულებით ყოველდღიური მუშაობა არასდროს წყდება - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

2 წუთი კითხვის

აზერბაიჯანში დაკავებული ტყვეების დაბრუნების მიმართულებით ყოველდღიური მუშაობა არასდროს წყდება - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

აზერბაიჯანში დაკავებული ტყვეების დაბრუნების მიმართულებით მუშაობა ყოველდღიურად ხორციელდება და არასდროს წყდება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, რუბენ რუბინიანმა განაცხადა.

„ტყვეებსა და სხვა დაკავებულ პირებთან დაკავშირებით იცით, რომ ეს საკითხი ყოველდღიური მუშაობის ნაწილია. სწორედ ამ ყოველდღიური მუშაობის წყალობით დაბრუნდა წლების განმავლობაში სამშობლოში 200-ზე მეტი ტყვე, და ეს მუშაობა არასდროს წყდება“, - განაცხადა რუბინიანმა.

ეროვნული ასამբლეის თავმჯდომარის თქმით, წარსულშიც ყოფილა პერიოდები, როდესაც დაბრუნების პროცესში თვალსაჩინო პროგრესი არ დაფიქსირებულა, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი გრძელდებოდა.

„ყოფილა თვეები, როდესაც არანაირი ძვრა არ ყოფილა. ყოფილა დისკუსიები იმის შესახებ, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, მაგრამ უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, მორიგი ტყვეები დაბრუნებულან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ბუნებრივია, საპარლამენტო დონეზეც, როგორც ვმუშაობდით ამ მიმართულებით, ისე გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა მან.

აზერბაიჯანში უკანონოდ პატიმრობაში რჩება 19 სომეხი ტყვე, რომელთა შორის არიან მთიანი ყარაბაღის ყოფილი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც. მათ მიმართ ყალბი ბრალდებებით თავისუფლების აღკვეთის განაჩენებია გამოტანილი.

 
 

 

 

წაიკითხეთ სტატია: EnglishEspañolفارسیՀայերենРусскийTürkçe
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT