რუბენ რუბინიანმა და ანტონ ჰოფრაიტერმა სომხეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაფართოების საკითხები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ რუბენ რუბინიანმა 15 სექტემბერს მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანტონ ჰოფრაიტერის ხელმძღვანელობით მოქმედი დელეგაცია.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის ეროვნული ასამბლეიდან იუწყებიან, რომ თანამოსაუბრეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობაზე, მის განმტკიცებაზე მიმართულ სამუშაოებსა და შემდგომ თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და გერმანიას შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაფართოებასა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული, აგრეთვე რეგიონული მთელი რიგი საკითხები.