სომხეთი თურქეთის ტერიტორიის გავლით ლიბანში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის
1 წუთი კითხვის

სომხეთსა და თურქეთს შორის არსებული „მარგარას“ გამშვები პუნქტი 12-დან 22 ივნისამდე გაიხსნება, რათა სომხეთის მიერ ლიბანში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთები თურქეთის ტერიტორიის გავლით გადაიგზავნოს.
„არმენპრესის“ ცნობით, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება 11 ივნისის სხდომაზე იქნა მიღებული.
სომხეთის რესპუბლიკისა და ლიბანის რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ განიხილებოდა სომხეთის მხრიდან ლიბანისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხიც.
შესაბამისად, შეიქმნება შესაძლებლობა, რომ ჰუმანიტარული დახმარება ლიბანში სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით იქნას მიწოდებული.
შეგახსენებთ, რომ „მარგარას“ გამშვები პუნქტი არ ფუნქციონირებს სომხეთ-თურქეთის ჩაკეტილი საზღვრის გამო, რომელიც თურქეთმა ცალმხრივად 1993 წელს ჩაკეტა.