პროექტი TRIPP შესაძლებლობებს შექმნის ირანისა და რუსეთისთვისაც - მირზოიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთის ტერიტორიაზე განსახორციელებელი TRIPP პროექტი შესაძლებლობებს შექმნის ირანის ისლამური რესპუბლიკისთვისაც. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ გაფანტულია ყველა ის შეშფოთება, თითქოს TRIPP-მა შესაძლოა ირანს უსაფრთხოების კუთხით პრობლემები შეუქმნას.

„ირანში ჩნდებოდა კითხვები TRIPP-ის სავარაუდო უსაფრთხოების კომპონენტთან დაკავშირებით, განიხილებოდა მესამე მხარის შეიარაღებული ძალების განლაგების საკითხი. ჩვენმა ირანელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ხელმოწერილი დოკუმენტით მსგავსი არაფერია გათვალისწინებული; მთელი ინფრასტრუქტურა იქნება სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, რაც ასევე გამორიცხავს მესამე მხარის განლაგებას. ასე რომ, ამ საკითხებზე განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. თავად ირანისთვის ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს მოიტანს. ხომ ცხადია, რომ ნახიჩევანიდან ჩვენი გავლით დამყარდება სარკინიგზო კავშირი ირანის სარკინიგზო ქსელთან. ჩვენი საშუალებით ირანიც შეძლებს გასვლას, მაგალითად, შავ ზღვაზე. გამოდის, რომ TRIPP-ის მეშვეობით იქმნება ახალი სარკინიგზო დერეფანი: სპარსეთის ყურე - შავი ზღვა“, - განაცხადა მირზოიანმა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ TRIPP პროექტი შესაძლებლობებს რუსეთის ფედერაციისთვისაც გააჩენს.

„რუსეთის მხრიდან მრავალი ოფიციალური პირი იჩენს ინტერესს TRIPP-ის მიმართ და გამოთქვამს მასში მონაწილეობის სურვილს“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა.

26 მაისს სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინეს სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების პარაფირება პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და საერთაშორისო კეთილდღეობისთვის“ თაობაზე. დოკუმენტის პარაფირება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. სომხური მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, ხოლო ამერიკული მხრიდან - სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

ქართული العربية English فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი