მაკრონმა ალიევთან სატელეფონო საუბარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს მხარდაჭერა გამოუცხადა

2 წუთი კითხვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„არმენპრესის“ ცნობით, სატელეფონო საუბრის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

„კავშირი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. მას შევახსენე საფრანგეთის მხარდაჭერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესისადმი და მისი შემდგომი წინსვლის მნიშვნელობა. ასევე განვიხილეთ რეგიონული საკითხები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“, - დაწერა მაკრონმა.

მაკრონთან სატელეფონო საუბარს X-ის საკუთარ მიკრობლოგში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც გამოეხმაურა.

„დღეს სატელეფონო ზარი მივიღე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან. სატელეფონო საუბრისას განვიხილეთ აზერბაიჯან-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და აზრები გავცვალეთ ორმხრივი ინტერესის მქონე თემებზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონული და გლობალური განვითარების პროცესები“, - დაწერა ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს, ერევანში ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი ტყვეების საკითხს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან განიხილავდა.

აზერბაიჯანში კვლავ უკანონოდ იმყოფება 19 სომეხი ტყვე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის ყოფილი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. მათ მიმართ ყალბი ბრალდებებით თავისუფლების აღკვეთის განაჩენებია გამოტანილი.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский 中文

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

Digitec-ი სომხეთის ტექნოლოგიურ მომავალზე სასაუბროდ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა - დავით თადევოსიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ეროვნულ ასამბლეაში

ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მიმართული წინადადება გაიმეორა

სომხეთის ვიცე-პრემიერმა და ჩეხეთის ელჩმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის სფეროებში მიმდინარე პროექტები განიხილეს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ესტონეთის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

სომხეთმა და ევროკავშირმა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის უწყვეტი განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას