პაპიკიანმა და კალინიაკმა თავდაცვის სფეროში სომხეთ-სლოვაკეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
1 წუთი კითხვის

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ვარშავაში შეხვედრა გამართა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრ რობერტ კალინიაკთან.
„არმენპრესის“ ცნობით, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეყრდნობა, შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვის სფეროში სომხეთ-სლოვაკეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთქმედების პერსპექტივებს შეეხნენ.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სამხედრო განათლების, პროფესიული გამოცდილების გაზიარების, წვრთნებისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებების მნიშვნელობას.
მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოეს მომავალში თანამშრომლობისთვის პრაქტიკული მსვლელობის მიცემის თაობაზე.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პოლონეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრ არზუმანიანი.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით 5 მაისს გაემგზავრა.