ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი იწყება

2 წუთი კითხვის

ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი იწყება.

„არმენპრესის“ ცნობით, მონაწილეები ამ წუთებში სამიტის ჩატარების ადგილზე — კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში მიდიან.

სამიტში მონაწილეობის მისაღებად ერევანში ევროპის რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი და მთავრობის მეთაური, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩავიდნენ. პირველად სამიტზე, სტუმრის სტატუსით, მიწვეულია არავეროპული ქვეყნის ლიდერი - კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების პირველი სამიტი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 2022 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა. მას შემდეგ სამიტები თანმიმდევრობით გაიმართა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, ესპანეთის ქალაქ გრანადაში, გაერთიანებული სამეფოს ოქსფორდშირის საგრაფოში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში და დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში.

ევროპული პოლიტიკური საზოგადოება აერთიანებს დაახლოებით 50 ევროპული ქვეყნის ლიდერს თანასწორობის საფუძველზე, ერთიანობის სულისკვეთებითა და საერთო მიზნით. იგი წარმოადგენს პოლიტიკურ პლატფორმას პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის სტიმულირებისთვის საერთო ინტერესის საკითხების მოსაგვარებლად, აგრეთვე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასამყარებლად. ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ევროპელ ლიდერებს გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს. იგი არ ანაცვლებს არცერთ არსებულ ორგანიზაციას, სტრუქტურას ან პროცესს.

 

ქართული English Español فارسی Français Հայերեն 中文

მშვიდობა, პირველ რიგში, გაცნობიერებული და სტრატეგიული არჩევანია - არარატ მირზოიანის გამოსვლა ფორუმ „მანამას დიალოგის“ პანელურ დისკუსიაზე

სახელმწიფო ბიუჯეტის წინასწარი განხილვა: ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივი სხდომა

ერევანში COP17-ის დახურვა კონცერტით აღინიშნა

მოჭიდავე ვაზგენ თევანიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციონერმა კოლეგებმა დასკვნები გამოიტანეს - რუბინიანი

ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ღონისძიება სახელწოდებით „ერთად მოქმედებით - ბავშვებისა და ბუნების დასაცავად“

მჰერ გრიგორიანმა და იოჰანეს ლუხნერმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს

დავით თადევოსიანმა და ხალილ შირღოლამიმ სომხეთსა და ირანს შორის ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს

რუბენ რუბინიანმა და ტონე კაიზერმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი