ელჩმა ხაჩატრიანმა და ელეონორ კარუამ ფრანკოფონიის ფარგლებში სომხეთ-საფრანგეთის აქტიური თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს

2 წუთი კითხვის

საფრანგეთში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი, ფრანკოფონიის მუდმივმოქმედ საბჭოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირადი წარმომადგენელი, არმან ხაჩატრიანი შეხვდა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგირებულ მინისტრს ფრანკოფონიის, საერთაშორისო პარტნიორობისა და საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგების საკითხებში, ელეონორ კარუას.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთში სომხეთის საელჩო იტყობინება.

თანამოსაუბრეები შეეხნენ სომხეთ-საფრანგეთის დღის წესრიგის საკითხებს, საერთაშორისო სტრუქტურებში და, კერძოდ, ფრანკოფონიის ფარგლებში სომხეთსა და საფრანგეთს შორის ჩამოყალიბებულ აქტიურ თანამშრომლობას.

ელჩმა წარადგინა 2027 წელს სომხეთში დაგეგმილი ფრანკოფონიის მე-10 საერთაშორისო სპორტული და კულტურული თამაშების ორგანიზების მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. მან დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს ფრანკოფონიის საიუბილეო თამაშებს ერევანში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფრანკოფონიის თამაშების მნიშვნელობას, როგორც ფრანკოფონური კულტურისა და ღირებულებების გავრცელებისა და ფრანგული ენის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებას.

მხარეებმა აზრები გაცვალეს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-17 კონფერენციის (COP17) მოსამზადებელ სამუშაოებსა და შესაძლო თანამშრომლობაზე, რომელიც წელს სომხეთში გაიმართება. ელჩმა ხაჩატრიანმა წარადგინა სომხეთის ხედვა კონფერენციის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების შესახებ დისკუსიებში ყველა დაინტერესებული მხარის სრულფასოვანი და შინაარსიანი მონაწილეობის უზრუნველყოფას.

ელჩმა ხაჩატრიანმა ასევე ისაუბრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულ მშვიდობაზე და ხაზი გაუსვა მისი შემდგომი განმტკიცების მნიშვნელობას.

ქართული English Español فارسی Français Հայերեն

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას

ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია 2029 წელს უფრო რეალისტურია - ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი აშშ-ში გასამართ G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს

აზერბაიჯანთან მშვიდობის განმტკიცება, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია - დამტკიცდა სომხეთის მთავრობის საქმიანობის 5-წლიანი ღონისძიებათა პროგრამა

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი - პირდაპირი

იზნად დავისახეთ, რომ 2029 წელს სავიზო ლიბერალიზაცია გვქონდეს - სომხეთის პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში მომდევნო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ იქნება

სომხეთის მთავრობის სხდომა - პირდაპირი