NASA-ს პილოტირებული მისია „არტემის-2“ მთვარისკენ გაემგზავრა
1 წუთი კითხვის

NASA-მ წარმატებით განახორციელა პილოტირებული მთვარის მისიის, „არტემის-2“-ის სტარტი: ხომალდი „ორიონი“ ოთხი ასტრონავტით მთვარისკენ გაემგზავრა. „არმენპრესის“ ცნობით, ხომალდი „ორიონი“ ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრის 39A გამშვები მოედნიდან, რაკეტა Space Launch System-ის (SLS) მეშვეობით გაეშვა.
ეკიპაჟის შემადგენლობაში არიან რიდ ვაისმანი, ჯერემი ჰანსენი, კრისტინა კოხი და ვიქტორ გლოუვერი. გლოუვერი გახდა პირველი აფროამერიკელი, ხოლო კოხი - პირველი ქალი, რომელიც პილოტირებულ მთვარის მისიაში მონაწილეობს.
მისიის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 დღეა: ასტრონავტებმა მთვარეს წრე უნდა შემოუარონ და დედამიწაზე დაბრუნდნენ.
„არტემის-2“ აშშ-ის ახალი მთვარის პროგრამის მეორე ეტაპია. პირველი ეტაპი, „არტემის-1“, 2022 წელს უპილოტო რეჟიმში განხორციელდა.
აღნიშნულია, რომ მისიის სტარტი მანამდე ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო, რაც SLS რაკეტაში ჰელიუმის მიწოდების სისტემას უკავშირდებოდა.