უარს ვამბობ ე.წ. „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ დღის წესრიგზე - ნიკოლ ფაშინიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იგი „უარს ამბობს ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გზით სიარულის შემთხვევაში სომხეთი ახალ-ახალი ისტორიული უსამართლობების წინაშე აღმოჩნდება.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, როდესაც უპასუხა კითხვას - მიიჩნევს თუ არა იგი 2023 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში მომხდარ მოვლენებს ეთნიკურ წმენდად.

„მე ამ ტერმინს საზიანოდ მივიჩნევ, რადგან თუ ჩვენ ვიტყვით „ეთნიკურ წმენდას“, მათგან (იგულისხმება აზერბაიჯანი) სარკისებურად მივიღებთ ბრალდებებს ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ. ეს კონფლიქტის გზაზე შესვლას ნიშნავს. ჩემი საზრუნავი ეს არ არის; ჩემი საფიქრალია - რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყარაბაღიდან დევნილმა ჩვენმა ხალხმა ჰპოვოს სიმშვიდე, ჰქონდეს სახლი, სამუშაო, უსაფრთხოება და თავისუფლება. აი, ამით ვარ დაკავებული“, - განმარტა პრემიერმა.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უარს ამბობს ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგზე.

„მიმაჩნია, რომ უნდა მივყვეთ სამართლიან რეალობას და არა „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენას. რაც უფრო მეტს ვიდევნებთ „ისტორიულ სამართლიანობას“, მით უფრო მეტად შევეჩეხებით ახალ ისტორიულ უსამართლობებს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ეს სიმართლე ჩვენს ხალხს გავუზიარო“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ თემებზე ასე ღიად საუბარი პრემიერ-მინისტრისთვისაც კი დიდ გამბედაობას მოითხოვს.

„რა გახდა იმ გადამწყვეტი ნებისყოფის წყარო, რომ ამ საკითხებზე საჯაროდ მესაუბრა? ეს არის ბოლო ერთი თვის განმავლობაში სომხეთის მოქალაქეებთან ჩემი შეხვედრები და დისკუსიები. ვხედავ, რომ ეს ნარატივი პირდაპირ და ორგანულ კავშირშია სომეხი ხალხის სურვილებსა და მისწრაფებებთან. ჩვენ სწორედ ამ გზით ვივლით“, - თქვა ფაშინიანმა.

პრემიერმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ამ სტრატეგიას, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს საკუთარი ინტერესების გაცნობიერების ღრმა და დროული შესაძლებლობა.

ქართული English Español Հայերեն

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა სომხეთისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და ტომიო ოკამურამ ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი

საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება

თურქმენეთის პრეზიდენტმა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევა სომხეთში ვიზიტის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სომხეთს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების განზრახვა არ აქვს და არც ჰქონია - ფაშინიანის გამოხმაურება ზახაროვას განცხადებაზე

შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და კვიპროსის პრეზიდენტის ტელეფონით საუბარი

ფაშინიანმა განაცხადა: პუტინთან მიაღწიეს ურთიერთგაგებას, რომ სომხური რკინიგზის კონცესიური მართვის საკითხი რაიმე ფორმით უნდა გადაწყდეს

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი