სომხეთი მზად არის საჭიროების შემთხვევაში ირანს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს - პრემიერ-მინისტრი
1 წუთი კითხვის

სომხეთი მზად არის საკუთარი ინიციატივით გაუწიოს ჰუმანიტარული მხარდაჭერა ირანს, თუ ამის საჭიროება წარმოიქმნება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციის დროს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიმართა თუ არა ირანმა სომხეთს ჰუმანიტარული დახმარებისთვის და არსებობს თუ არა მსგავსი ინიციატივა სომხური მხარისგან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას მიმართვის საჭიროება არ აქვს.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკას ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე ჩვენთვის მომართვის საჭიროება არ აქვს, რადგან ჩვენ თვითონ, თუ დავინახავთ, რომ არსებობს რაიმე ჰუმანიტარული ხასიათის საჭიროება, რომელშიც შეგვიძლია მხარდაჭერა - გადავდგამთ ამ ნაბიჯს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.