მართა კოსი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდება
1 წუთი კითხვის

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მართა კოსი 19 მარტს სომხეთს ეწვევა.
„არმენპრესის“ ცნობით, ევროკომისიის ვებგვერდი იტყობინება, რომ მართა კოსი 19 მარტს ერევანში შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან და შინაგან საქმეთა მინისტრ არფინე სარგსიანთან.
2026 წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მართა კოსი სომხეთს მარტში ეწვეოდა.