სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა, გარეგინ II-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გააგზავნა

1 წუთი კითხვის

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ სამძიმრის წერილი გააგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„არმენპრესის“ ცნობით, დედასაყდარ წმინდა ეჩმიაძინის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია:

„უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი მწყემსმთავრული მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი თავდადებული წინამძღოლობის დასტური. მისი მწყემსმთავრობა აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებითა და გააქტიურებით. რთულ პერიოდში ნეტარხსენებული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით უძღოდა თავის მორწმუნე სამწყსოს და ურყევად ინარჩუნებდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას.

ყოვლისშემძლე უფლის ნუგეშს ვთხოვ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და მგლოვიარე მეგობარ ქართველ ხალხს. ვლოცულობთ, რომ უწმინდესის ხსოვნა მარად ცოცხალი დარჩეს მისი მორწმუნე შვილების გულებში და შთაგონების წყაროდ იქცეს მომავალი თაობებისთვის“.

ქართული فارسی Հայերեն

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო

ფაშინიანი ბრიუსელში ხორვატიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ჩავიდა

ქამ ღაფარიანის მოღვაწეობა კაცობრიობის ცხოვრების მსვლელობის შეცვლის თვალსაზრისით შეუფასებელია - ჰოვიკ მუსაიელიანი

მაკუნცმა განმარტა, რა შემთხვევაში გაიხმობს სომხეთი საერთაშორისო ინსტანციებიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს

სომხეთში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ჩავიდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ კანადის ელჩი მიიღო

ოპოზიცია ცდილობს ჩაშალოს TRIPP-ის პროექტი და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა - ართურ ჰოვჰანისიანი