სამხრეთ კავკასიის რთული ისტორიული ბედის დაძლევის ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს: ფაშინიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის საფუძველზე.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის გაკეთებული განცხადებების დროს აღნიშნა.

„ძალიან მიხარია იმის აღნიშვნა, რომ სომხეთი და საქართველო საერთაშორისო პლატფორმებზე განუწყვეტლივ და აქტიურად თანამშრომლობენ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის საფუძველზე. სწორედ ამ საყრდენზე ააგეს და აგებენ მშვიდობას სომხეთი და აზერბაიჯანი და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობაა ჩვენი რეგიონისთვის. მსურს ვუსურვო, რომ საქართველოშიც მოხდეს მშვიდობის ეს ხანგრძლივი დაფიქსირება და მოწესრიგება. აქ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამით ძალიან დაინტერესებულნი ვართ, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენი რეგიონის არამარტივი ისტორიული ბედის დაძლევის ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს და ვიმედოვნებთ, რომ ეს შანსი იქნება გამოყენებული“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ქართული English فارسی Հայերեն Русский Türkçe

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები